სემინარი სტუდენტებთან

24 მაისი,2023

მიმდინარე წლის 24 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ფარგლებში, ორგანიზაცია „ორქისის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებთან გამართეს სემინარი გარემოს დაბინძურების, ადამიანის ჯანმრთელობის, ნარჩენების მართვის, მდგრადი განვითარების მიზნების, ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების ადაპტაციის საკითხებზე.
თემატური პრეზენტაციები წარადგინეს ორგანიზაცია „ორქისი“-ს ექსპერტებმა - ნონა ხელაიამ და ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ნუგზარ ბუაჩიძემ.
სემინარის მეორე ნაწილი დაეთმო დიკუსიას, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა: თინათინ იოსებიძემ, ნელი გოგინაშვილმა; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ და სტუდენტებმა.
სემინარის დასასრულს, ორგანიზაცია "ორქისის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო კუჭავამ სტუდენტებს გადასცა შესაბამისი სერტიფიკატები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა