სემინარი - “გაიცანი და გააცანი DCFTA”
26 თებერვალი,20142014 წლის, 26 თებერვალს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი - “გაიცანი და გააცანი DCFTA”. სემინარი ორგანიზებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით. პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას.
სემინარი ჩაატარა ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ ქალბატონმა ანგელე სუმერამ და მაგთიკომის პრეზიდენტმა ბატონმა დევიდ ლიმ.
სემინარის დასასრულს სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს.