სასკოლო ჩემპიონატი
24 დეკემბერი,2023ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში „ქართული ლიგის“ სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც N1 საჯარო სკოლის გუნდი „წითელი ბასანოჩკები" გახდა.
გორის უნივერსიტეტმა გამარჯვებული გუნდისათვის თასი და ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდისათვის ექსკურსია დააწესა.
ფესტივალში 7 საჯარო სკოლის 7 გუნდი მონაწილეობდა.
მონაწილეები კომპეტენტურმა ჟიურიმ - დავით ზაალიშვილი, გიორგი ხორბალაძე, შოთა გელაშვილი, გიორგი გაბუნია, ლუკა გაბელაია, გიორგი ხინტკირია, შეაფასა. საღამოს კი ჯიმი აბესაძე უძღვებოდა.
ფესტივალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომის მოადგილე გიორგი ფერაძე, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.