
საქართველოს პროკურატურის კვირეული
10 ივნისი,2022საქართველოს გენერალური პროკურორის, ბატონი ირაკლი შოთაძის ინიციატივით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით გაიმართა პროკურორების შეხვედრები სტუდენტებთან - საქართველოს პროკურატურის კვირეული, 2022.
საქართველოს პროკურატურასა და გორის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მიმდინარე წლის 10 ივნისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ბატონი ნიკოლოზ სანიკიძე.
შეხვედრაზე განიხილეს:
საქართველოს პროკურატურის როლი;
საქართველოს პროკურატურის ფუნქციები;
საქართველოს პროკურატურის რეფორმები;
საქართველოს პროკურატურის 2021-2027 წლების სტრატეგია (მათ შორის, ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა);
სტაჟირების პროგრამა.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.