
სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან და ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან
22 ივლისი,2024მიმდინარე წლის 22 ივლისს შედგა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან და ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა მაგისტრანტების მიერ სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელების შეფასებასთან და მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი.