სამუშაო შეხვედრა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან

10 ნოემბერი,2023

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, რომელიც ეძღვნებოდა 2022-2023 აკადემიური წლის განმავლობაში უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ სამოქმედო გეგმის შესაბამისად გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და ახალი სამწლიანი სამოქმედო გეგმის ფორმირების საკითხებს. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან მიდოდაშვილი.  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ი. ბაინდურაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამეცნიერო ფორუმი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სანიაში გამართულ აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და აზიის პირველ მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმში -...

30 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2026 წლის 22 ოქტომბერს, მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდის (პროფესორების ალექსანდრ ჰანსისა და ფრანცისკა გასმანის) საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გორის...

22 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა