
საინფორმაციო შეხვედრა
23 მარტი,2023მიმდინარე წლის 23 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ჰორიზონტი ევროპის’’ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ორგანიზებით, გორის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ‘’ჰორიზონტი ევროპის’’ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ინტერესების/საჭიროებების გამოკვეთა დისკუსიის ფორმატში.
მსჯელობა გაიმართა თემებზე:
მარია სკლოდოვსკა კიური (MSCA).
საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელები.
შეხვედრას უძღვებოდა "ჰორიზონტი ევროპის" საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორი გიორგი მღებრიშვილი.