საინფორმაციო შეხვედრა დამსაქმებლებთან

20 თებერვალი,2014

2014 წლის 20 თებერვალს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა დამსაქმებლებთან, სადაც განხილულ იქნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიღწევები და  შიდა ქართლის შრომითი ბაზრის კვლევის შედეგები. შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, უნივერიტეტის მიერ განხორციელებული კვლევების პრეზენტაციები წარმოადგინეს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა იოსებ ალიმბარაშვილმა და სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა იმნაძემ. უნივერსიტეტში განხორციელებული პროგრამების შესახებ ისაუბრა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ლევან მიდოდაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ბატონი ზურაბ რუსიშვილი, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ქალბატონი თინა სოსანიძე, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ბატონი ირაკლი მირუაშვილი, პრივატ ბანკის გორის ფილიალის მმართველი ბატონი ზურაბ სტეფანიშვილი.                                          

      საკუთარ მიღწევებზე ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის წარმატებულმა სტუდენტებმა -თამთა კაპანაძემ და ქეთევან ფერაძემ, რომლებმაც  მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს და დამსაქმებლებს  გაწეული ღვაწლისათვის.

    შეხვედრის ბოლოს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ათ ორგანიზაციასთან.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 20 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება...

20 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა

ტრენინგი თემაზე: „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“

მიმდინარე წლის 11- 12 დეკემბერს გორის სახლმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სასკოლო სასწავლო...

12 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა