
საჯარო ლექცია
22 მარტი,20232023 წლის 22 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „საქართველოს ევროპული გზა“ პრეზენტაცია და პროექტის ფარგლებში, მწერლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ლობჟანიძის საჯარო ლექცია „აღმოსავლეთი და დასავლეთი ლიტერატურაში“.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს მიესალმა მწერალი კატო ჯავახიშვილი, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას ესწრებოდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.