
პროფესორის, ხოსე ლუის რამოს გომესის საჯარო ლექცია
25 მაისი,2023მიმდინარე წლის 25 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრში გაიმართა კასტილია ლა მანჩას (ესპანეთი) უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორის, ხოსე ლუის რამოს გომესის საჯარო ლექცია.
პროფესორმა გომესმა ისაუბრა კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაზე და ასევე, დეტალურად განიხილა უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო და სამეცნიერო აქტივობები.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეგახსენებთ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტმა ხელი მოაწერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ერასმუს +-ს მობილობის პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას.