პროფესორ - მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია
14 თებერვალი,20142014 წლის 14 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი ხორბალაძემ, პროფესორებმა გიორგი გოგოლაშვილმა, კლარა ელჩიბეგაშვილმა, ვიანორ ახალაიამ, ელდარ მამისთვალიშვილმა, თამარ გოგოლაძემ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 46 მოხსენება. მუშაობა წარიმართა შემდეგი სექციების მიხედვით: განათლება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ბიზნესი და მართვა, სოციალური მეცნიერებანი და სამართალი, ლინგვისტიკა, ლიტერატურა, ისტორია.