პროფესორ გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექცია
25 იანვარი,2024მიმდინარე წლის 25 იანვარს, ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექციების ციკლიდან მორიგი ლექცია და ახალი წიგნების პრეზენტაცია.
ღონისძიება გახსნა და მოდერატორობა გაუწია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, რომელმაც ავტორის ლიტერატურული მოღვაწეობის ირგვლივ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.
სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: კახა კვაშილავა, ოთარ ჯანელიძე, მარინა ცერცვაძე. პოეტი ჯემალ ინჯია.
ისტორიკოსმა, მწერალმა და პროფესორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ოკუპირებული ქსნის ხეობა და წმინდა მიწა". აღნიშნული საკითხი წარმოდგენილია ისტორიკოსის ახალი მონოგრაფიიდან, ,,შიდა ქართლის ისტორიის უცნობი ფურცლები".
პრეზენტაციაზე ასევე განხილული იყო გიორგი სოსიაშვილის ახალი პროზაული კრებული ,,შეპყრობილი".
ღონისძიებას ესწრებოდა გორის საზოგადოება, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ქალაქის ახალგაზრდობა.