პროფესორ გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექცია
21 დეკემბერი,2023მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექცია, თემაზე: "ცხოველმყოფელი ჯვარი და საქართველო“.
ლექციის მსვლელობის დროს ყურადღება გამახვილდა ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვრისა და ქრისტეს საფლავის ირგვლივ არსებულ მითებსა და ლეგენდებზე, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსთან.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.