მწერალ გიორგი სოსიაშვილის პროზაული კრებულის - ,,იაილები“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

07 თებერვალი,2023

მიმდინარე წლის 7 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მწერალ გიორგი სოსიაშვილის პროზაული კრებულის - ,,იაილები“ პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
ღონისძიებაზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა გიორგი კეკელიძემ მიმოიხილა გიორგი სოსიაშვილის როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო, ამავე დროს სამწერლო მოღვაწეობა, აღნიშნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული პროექტების მნიშვნელობა, როგორც შიდა ქართლის რეგიონისთვის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კულტურული პროცესების განვითარებისთვის.
პროზაული კრებულის ,,იაილები“ რედაქტორმა, ლიტერატურათმცოდნემ და პოეტმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი ხორბალაძემ ისაუბრა ავტორის განსაკუთრებულ სამწერლო ენაზე და ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხრობების იმ არქეტიპულ საერთო ნიშნულებზე, რაც გამორჩეულს ხდის აღნიშნულ კრებულს სხვა ლიტერატურული ნაწარმოებებისგან.
პრეზენტაციაზე გიორგი სოსიაშვილის ნაწარმოებების ირგვლივ ისაუბრეს: ფოლკლორისტმა და პოეტმა ეთერ თათარაიძემ, მწერალმა მიხო მოსულიშვილმა, საქართველოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მრჩეველმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ და სხვებმა.
ღონისძიების დასკვნით სიტყვაში გიორგი სოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა პროზაული კრებულით დაინტერესებისთვის და ისაუბრა იმ ინსპირაციებზე, რამაც ერთგვარი ბიძგი მისცა აღნიშნულ კრებულში შემავალი მოთხრობების შექმნისთვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა