მეცნიერების ფესტივალი

26 სექტემბერი,2024

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ მეცნიერების ფესტივალს "ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის". ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის გაზრდა.
ფესტივალის პირველი დღე გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მსგავსი აქტივობების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონებში, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი წვდომა მეცნიერების მიღწევებსა და სიახლეებზე. ბატონმა რექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასეთი წამოწყებისთვის, ასევე მხარდაჭერისა ჩართულობისთვის ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, ადგილობრივ ხელისუფლებას, სტუდენტებს და მოსწავლეებს.
მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა ქეთევან ქოქრაშვილმა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორმა, კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ; სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამილა კოშორიძემ; კასპის ტექნოპარკის მენეჯერმა, ქალბატონმა ხატია ბაინდურაშვილმა; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ბერძნიშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ.
ფესტივალის ოფიციალური გახსნის დასასრულს მადლობის სიგელები გადაეცათ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებმაც განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს ანაკლიისა და ბაკურიანის საზაფხულო ბანაკებში გამართულ სხვადასხვა აქტივობებში.
ფესტივალის პირველ დღეს წარმოდგენილი იყო:

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იმიტირებული არქეოლოგიური ველი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად მიეღოთ მონაწილეობა იმიტირებულ გათხრებსა და აღმოჩენილი არტეფაქტების გაწმედა-დამუშავებაში.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - უნივერსიტეტის „HORIZON EUROPE” ადგილობრივი და ეროვნული ოფისების წარმომადგენელთა მიერ ჩატარდა სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობები სკოლების მოსწავლეთათვის. გამარჯვებულებს გადაეცათ წამახალისებელი, სიმბოლური საჩუქრები.
გორის ს. მაკალათიას სახელობის გორის იტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - სპეციალურ კალკაზე მონეტების მულაჟებიდან ასლების გადაღება და ე.წ. ,,დოკუმენტების დაძველება“. სხვადასხვა სახის სიგელ-გუჯრების ,,შექმნა“.
კასპის ტექნოპარკი - წარმოდგენილი იყო 3D პრინტერი, სადაც ხდებოდა შესაბამისი კონსტრუქციის ნივთის წარმოება.
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი - ნაჩვენები იყო: მცენარეული და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მიღების, მათი ქიმიური ბუნების, ფარმაკოლოგიური ეფექტურობის შესწავლის და ანალიზის მეთოდები, აგრეთვე ახალი სამკურნალო პრეპარატების შექმნის გზები და პირველადი გადაუდებელი დახმარების ჩატარება სხვადასხვა გადაუდებელ შემთხვევებში.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლოკაცია, სადაც ჩატარდა შესაბამისი აქტივობები და ცალკე იქნა წარმოდგენილი რობოტექნიკა. დამთვალიერებლებისთვის წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის თანამედროვე კვლევითი მიღწევები ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზბენდი „კანუდოსი“.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა