
ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი 2024“ გამარჯვებულთა დაჯილდოება
18 ივლისი,2024მიმდინარე წლის 18 ივლისს, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი 2024“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ნომინაციებში:
წლის საუკეთესო პოეტური კრებული/ლექსების ციკლი:
ელგუჯა მარღია - ,,მიმინოსავით მოთმინებას ვათვინიერებ“, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება და გამომცემლობა ,,სვეტი'';
წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები:
ცოტნე ავსაჯანიშვილი - ,,მერის მარადიული ახალგაზრდობა", ,,არილი".
წლის საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტურ/პუბლიცისტური წერილი/კრებული:
ლევან გოგაბერიშვილი - ,,ირაციონალური ვაშლი“, გამომცემლობა ,,მერიდიანი".
წლის საუკეთესო დრამატული ნაწარმოები:
გურამ მგელაძე - ,,ფერფლისფერი ფანტელების უდაბნო“, ჟურნალი ,,ცისკარი - 1852“;
წლის საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი:
მანანა ღარიბაშვილი - "პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი - ,,ხმა ტომისიდან, ნაღვლიანი ელეგიები, წერილები პონტოდან", გამომცემლობა ,,არტანუჯი";
გარდა ჟიურის გადაწყვეტილებისა
კონკურსის დამფუძნებლის პრემია გადაეცა თურქ ქართველოლოგსა და მთარგმნელს, ჰარუნ ჩიმქეს, ხოლო
სპეციალური პრიზი გადაეცა პოეტ ნინო მშვიდობაძეს.
კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან:
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე. გორის უნივერსიტეტი
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
გენერალური სპონსორი: ლიბერთი ბანკი
სპონსორები: გორის მუნიციპალიტეტის მერია
რესტორანი „ტერასა გორი“
რესტორანი „ჟოზეფი“
აგრო-ქართლი.