
კრებულების პრეზენტაცია
16 მარტი,2023მიმდინარე წლის 16 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კრებულების პრეზენტაცია „რატომ ევროპა“ და „(უ)თანასწორობა საქართველოში".
კრებულები მომზადდა „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის პროექტის ფარგლებში“, რომელიც განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ კრებულების ავტორები, ბატონი გია ჟორჟოლიანი და ბატონი თორნიკე ჩივაძე.