კონფერენცია

13 თებერვალი,2015

2015 წლის 12 თებერვალს ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა რექტორის მოადგილემ, პროფესორმა, ალექსანდრე მღებრიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამეცნიერო მიმართულების მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ყაზიშვილმა. კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 88 მოხსენება შემდეგ 10 სექციაში: „განათლება“, „კომპიუტერული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, გეოგრაფია) და მიმართულებათშორისი დარგი (სპორტი)“, „ბიზნესი და მართვა“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი და სამართალი“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხო ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“. კონფერენციის დასასრულს სექციების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები, რომლებმაც დაიკავეს I, II, III ადგილები.
კონფერენციაში გამარჯვებულ და მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სიგელები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა