
კავკასიური ტურიზმის განვითარება რეგიონში
26 სექტემბერი,20142014 წლის 25 სექტემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ასოციაცია “Georgia for Friends”ის პრეზიდენტი, ქალბატონი თამარ ბასილაშვილი და ამავე ასოციაციის ტურიზმის ცენტრის დირექტორი, ბატონი ირაკლი ეფრემიძე ეწვივნენ. შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ გიორგი სოსიაშვილთან.
შეხვედრის მიზანი იყო კავკასიური ტურიზმის განვითარება რეგიონში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში. შეხვედრაზე მხარეებს შორის დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო სემინარის ჩატარება, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ პრაქტიკა გაიარონ ამ ორგანიზაციაში. სემინარი ჩატარდება სამ ეტაპად, შერჩეული სტუდენტები გაემგზავრებიან ქ.ბაქოში მასტერკლასზე დასასწრებად.