გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა!

17 სექტემბერი,2026


17 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური სივრცის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ცენტრი სრულად დაეთმობა რეგიონში მშვიდობის მშენებლობას, დიალოგის ხელშეწყობასა და კონფლიქტების კვლევას.
ახალი სივრცე გახდება უნიკალური პლატფორმა სტუდენტების, მკვლევრების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების გაერთიანებისთვის.
ცენტრის მიზნებია:
სამშვიდობო განათლების პოპულარიზაცია;
ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგებისა და სამეცნიერო კვლევების ორგანიზება;
საერთაშორისო დისკუსიებისა და შეხვედრების გამართვა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის პრეზენტაციაზე სტუმრებს მიესალმნენ და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს:
ალექსანდრე მღებრიშვილი - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
გივი მიქანაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
თეა ახვლედიანი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
გიორგი ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გიორგი ძაძამია - აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი;
ზვიად გაბისონია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
გიორგი სოსიაშვილი - აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
სამშვიდობოს სწავლების ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი ლია გიგაური; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი ლაშა მარგიშვილი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი; „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი; შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ბატონი სიმონ გულედანი; გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კონსტანტინე ბუზალაძე; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი მარლენ ნადირაძე; აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე, ბატონი გიორგი შერვაშიძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანოიბის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თანამშრომელი, ქალბატონი შორენა ახალაია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის შემდეგ საპატიო სტუმრებმა ჩანაწერები გააკეთეს შთაბეჭდილებათა წიგნში.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა გორის ეთნოგრაფიული ანსამბლი „რიხი“

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

18 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს 2026“...

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სტარტი აიღო „მეცნიერების რეგიონულმა ფესტივალმა...

17 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა