გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
17 სექტემბერი,2026
17 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული და სრულად აღჭურვილი საერთო საცხოვრებელი უნივერსიტეტის მეხუთე სასწავლო კორპუსის ორ სართულზეა განთავსებული. ინფრასტრუქტურა მოიცავს 19 საცხოვრებელ ოთახს, 2 რეკრიაციულ, გასართობ-დასასვენებელ სივრცეს, 2 სამზარეულოსა და 1 ადმინისტრაციულ ოთახს, სადაც შექმნილია ყველა პირობა სტუდენტთა კომფორტული საცხოვრებელი და სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
ალექსანდრე მღებრიშვილი - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
გივი მიქანაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
გიორგი ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გიორგი ძაძამია - აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი;
გიორგი სოსიაშვილი - აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ზვიად გაბისონია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
სიმონ გულედანი - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული.
ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სტუდენტებისთვის მხარდამჭერი სასწავლო-საცხოვრებელი გარემოს განვითარებას.