გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ გორის #10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები
22 თებერვალი,2024გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკუპაციის მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ გორის #10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ჩართულნი არიან სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტში „ოკუპაციის კვირეული“.
პროექტის ხელმძღვანელები, პედაგოგები: თეა ბალიაშვილი და ნანა გაჩეჩილაძე.
სტუმრებს შეხვდა, ოკუპაციის მუზეუმის ისტორიისა და ექსპონატების შესახებ ესაუბრა გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა იმნაძე.