გორის რაიონული პროკურორის შეხვედრა სტუდენტებთან
27 დეკემბერი,20232023 წლის 27 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის lV კურსის სტუდენტებს გორის რაიონული პროკურორი, ბატონი გიორგი მუჯირი შეხვდა.
მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს გააცნო საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებები და მარეგულირებელი კანონმდებლობა.
შეხვედრა მოეწყო სასწავლო კურსის ,,შესავალი იურიდიულ პრფესიებში", ფარგლებში, რომელიც უკვე მეორე წელია რაც დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.