დოკუმენტური ფილმის ჩვენება

24 თებერვალი,2023

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის საელჩოს ინიციატივით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის დაწყების წლისთავზე, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება "კორდონ" ("საზღვარი"). რეჟისორი ალიჩე ტომასინი.
შეხვედრა გახსნა, სტუმრებს მიესალმა, იტალიის საელჩოს და ბატონ ელჩს, ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ომის გამოცდილებაზე და მის ტრაგიკულ შედეგებზე. ფილმის დაწყებამდე დამსწრეებს მიესალმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ენრიკო ვალვო, რომელმაც აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი „კორდონი“ („საზღვარი“), ერთდოულად იქნება ნაჩვენები 35 ქვეყანაში, მათ შორის სააქართველოში. ბატონმა ელჩმა მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტს მზაობისთვის და შესაძლებლობისთვის, საქართველოში აღნიშნული ფილმის პრემიერა, სწორედ გორის უნივერსიტეტში გამართულიყო.
დოკუმენტური ფილმი ხუთ უკრაინელ მოხალისე ქალზეა, რომლებიც ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სამშვიდობოს გასულები, მაინც უკან დაბრუნდნენ თანამემამულეებისა და ახლობლების დასახმარებლად. ეს არის ასობით ადამიანური ისტორიიდან აღებული ხუთი ამბავი.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა