დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
09 თებერვალი,20242024 წლის 9 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა მათ.
კონფერენციაზე 46 ავტორის/თანაავტორის მიერ წარმოდგენილი გახლდათ 43 მოხსენება შემდეგი ინსტიტუციებიდან: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი¬ვერ¬სიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინს¬ტიტუტი; საქართველოს უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღ¬მო¬სავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლო¬გი¬ის ინსტიტუტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელ¬მწი¬ფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ა(ა)იპ - ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნა¬წერ¬თა ეროვნული ცენტრი; უახლესი ისტორიის ცენტრი; ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება; აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კავ¬კა¬სიის კვლევის ინსტიტუტი; აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნი¬ვერ¬სიტეტი; სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკა¬დემიის ისტორიის ინსტიტუტი.