7 თებერვლიდან გორის უნივერსიტეტი ევროკავშირის კინოფესტივალს მასპინძლობს
12 თებერვალი,20147 თებერვლიდან გორის უნივერსიტეტი ევროკავშირის კინოფესტივალს მასპინძლობს.
ფესტივალი საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში იმართება.
ევროკავშირის კინოფესტივალი ორგანიზებულია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით.
კინოფესტივალის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას ფილმების მეშვეობით გააცნოს ევროპელი ხალხის ჩვეულებრივი ცხოვრება, მათი სატკივარი და ოცნებები, წარმატებები და ინტერესები, ღირებულებები, ტრადიციები, კულტურა და ძირითადი ფასეულობები.
ფესტივალის ფარგლებში, გორის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ნახოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებული მნიშვნელოვანი ფილმები.
ფესტივალი გასტანს 16 თებერვლამდე.