16 თებერვალს გორის უნივერსიტეტში ევროკავშირის კინოფესტივალი დასრულდა
16 თებერვალი,201416 თებერვალს გორის უნივერსიტეტში ევროკავშირის კინოფესტივალი დასრულდა.
ფესტივალი საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარეობდა.
ევროკავშირის კინოფესტივალი ორგანიზებული იყო ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით.
ფესტივალის ფარგლებში, გორის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ენახა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებული მნიშვნელოვანი 12 ფილმი.