
შეხვედრა
29 სექტემბერი,201629 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს, პირველკურსელებს შორის.
რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს მოუწოდა, აკადემიური განათლების მიღებასთან ერთად, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციული შემოქმედებით და სპორტული ჭრილშიც, რასაც ხელს უწყობს გორის უნივერსიტეტში არსებული წრეები. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხორბალაძემ, სტუდენტებს სხვადასხვა პროექტიბის განხორციელბაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
სტუდენტებს ასევე ესაუბრნენ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, სპორტისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები.
შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ საუნივერსიტეტო ჯგუფებში/წრეებში.
პირველი აქტივობა, ლაშქრობა ატენის ხეობაში, ჩანჩქერზე პირველკურსელთათვის გაიმართება 30 სექტემბერს, სადაც 100-მდე სტუდენტი მონაწილეობს.