სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

17 ივნისი,2024

2024 წლის 17 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი „ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის“ ფარგლებში, გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციური დურულმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართამცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ალექსიძემ.
კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 138 სტუდენტის 125 მოხსენება შემდეგ სექციებში: „განათლება“, „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი“, „ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი“, „სამართალი და საჯარო მმართველობა“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

პირველი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული...

01 ივლისი, 2024 სრულად ნახვა

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომა

2024 წლის 27 ივნისს სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომა. შეხვედრას ესწრებოდნენ: პროფესორი გიორგი სოსიაშვილი,...

27 ივნისი, 2024 სრულად ნახვა