სამუშაო შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებთან

22 ნოემბერი,2022

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში შედგა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის - ნუნუ მიცკევიჩისა და საქართველოში უნგრეთის ელჩის - ანა მარია შიკოს სამუშაო შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
შეხვედრის მიზანი იყო ცენტრის არსებული სასტიპენდიო პროგრამების რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთათვის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.
ნუნუ მიცკევიჩმა ისაუბრა სასტიპენდიო პროგრამებში რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის შესაძლებლობებზე რომელიც, აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო დაფინანსებით ეძლევათ საზღვარგარეთ სწავლის მსურველ ახალგაზრდებს, ასევე ყურადღება გაამახვილა ინტერნაციონალიზაციის პროცესში რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.
ანა მარია შიკომ ისაუბრა წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებაზე ქართულ-უნგრული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.
ღონისძიებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის უფროსმა ნინო სულავამ წარადგინა პრეზენტაცია ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების, საკონკურსო ვადებისა და პროცედურების შესახებ, ხოლო პროფესიული განათლების კოორდინატორმა ლიკა ნოზაძემ ისაუბრა ცენტრის სამომავლო გეგმებზე და აუდიტორიას გააცნო განახლებული ხედვა პროფესიული განათლების მიმართულებით.
რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ, თავის მხრივ, აქტიურად ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამებში და უზრუნველყონ სტუდენტთა დროული ინფორმირება მიმდინარე კონკურსების შესახებ, ასევე, უნივერსიტეტებში უმასპინძლონ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლებს სასტიპენდიო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ფორმატში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

2024 წლის 17 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე „ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები და...

17 აპრილი, 2024 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

მიმდინარე წლის 16 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე: "სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი...

16 აპრილი, 2024 სრულად ნახვა