
მეცნიერების მსოფლიო დღე
10 ნოემბერი,20232023 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აღინიშნა იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღე.
აღნიშნულ ღონისძიებაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი და მწერალი გიორგი სოსიაშვილი ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ გიორგი სოსიაშვილს აღნიშნულ წარმატებას.