
ლექცია, თემაზე: „სამართალი და სამართლებრივი სისტემები“
29 მაისი,2024სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის ორგანიზებით, გორის #8 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისთვის გაიმართა ლექცია, თემაზე: „სამართალი და სამართლებრივი სისტემები“. ლექციას უძღვებოდნენ გორის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.
შეხვედრების დროს, პრაქტიკული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სამართლის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და კლინიკის საქმიანობის შესახებ.