გორის უნივერსიტეტის რექტორის ინტერვიუ “edu.aris.ge”-სთან “Re-Direction”-ის პროექტის შესახებ

28 ნოემბერი,2024

 

2024 წლის 21 ნოემბერს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა მისცა ინტერვიუ ქართულ საგანმანათლებლო საინფორმაციო სააგენტო “edu.aris.ge”-ს. პროფესორმა მღებრიშვილმა ვრცლად ისაუბრა “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “Re-Direction”-ის შესახებ უნივერსიტეტში მიმდინარე სხვა აქტივობებთან ერთად. რექტორმა ხაზი გაუსვა პროექტის 3 ძირითად მიმართულებას – ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადი განვითარება, ინკლუზიურობა – და აქცენტი გააკეთა პროექტის 3-წლიან ხანგრძლივობაზე. ინტერვიუში ყურადღება გამახვილდა ასევე იმ გარემოებაზეც, რომ პროექტი ორიენტირებულია კონსორციუმის მონაწილე 16 პარტნიორ ორგანიზაციას შორის საქართველოდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. პროფესორმა მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა პროექტში საქართველოსა და უკრაინის განათლების სამინისტროების მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და

აზრებზე.
ინტერვიუ სრულად: https://edu.aris.ge/news/goris-saxelmwifo-universitetshi-studenti-mtavari-
prioritetia-reqtori-aleqsandre-mgebrishvili-studenturi-cxovrebisa-da-servisebis-shesaxeb.html

პროექტის ვებგვერდი: https://re-direction.org/
პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827
პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/
პროექტის X გვერდი: https://x.com/RE_DIRECTION_
#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის...

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო...

27 ნოემბერი, 2025 სრულად ნახვა

პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და...

2025 წლის 25 ნოემბერს გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გაიმართა.

25 ნოემბერი, 2025 სრულად ნახვა