საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

10 მაისი,2022

2022 წლის 24-30 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო საზაფხულო სკოლა! საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები იტალიიდან, პოლონეთიდან და თურქეთის რესპუბლიკიდან.
საზაფხულო სკოლა გაგრძელდება ერთ კვირას, პროგრამა მოიცავს ლექციების სერიას და მასტერ-კლასებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში, კერძოდ: განათლების, ეკონომიკის, ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერების და პანდემიებთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღნიშნული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით რიგით მეხუთედ გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს შიდა ქართლის რეგიონის პოპულარიზაციას, უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის პროცესების მხარდაჭერას და ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას მულტიდისციპლინურ სფეროებში.

 რეგისტრაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfI9L9YgIP3jh4bGK02PplYyi-LBitXfVbgBu7NxBFjjhpB3w/viewform

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპული...

2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 14 წლისთავზე, 8 აგვისტოს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რეტორის მოადგილემ და...

08 აგვისტო, 2022 სრულად ნახვა

მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა

მიმდინარე წლის 24 – 30 ივლისს გორის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ...

31 ივლისი, 2022 სრულად ნახვა