
პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრა სტუდენტთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
27 ივლისი,2023სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრა
სტუდენტთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა“
27 ოქტომბერი, 2023
გაცნობებთ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პადეგოგიკისა და მეთოდიკის კათედრა 2023 წლის 27 ოქტომბერს ჰიბრიდულ რეჟიმში ატარებს სტუდენტთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, აგრეთვე მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს.
კონფერენციის თემატური მიმართულებებია:
ა) ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა;
ბ) ბავშვთა უფლებების სწავლება - ინოვაციური და ალტერნატიული მიდგომები;
გ) ბავშვის ბუნების ფენომენი და აღზრდის პრობლემები;
დ) მშვიდობის მშენებლობა / სამშვიდობო განათლება.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე nelichampuridze@gu.edu.ge უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა დანართი 1/დანართი 2-ის შესაბამისად;
ბ) სამეცნიერო ნაშრომის თეზისი.
საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომის თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით: თეზისი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; სავალდებულოა Sylfaen შრიფტის გამოყენება; შრიფტის ზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: დაშორება ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ.; თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 1 ნაბეჭდ გვერდს. ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი უნდა მიეთითოს ნაშრომის სათაურის ქვეშ ზედა მარჯვენა კუთხეში სპეციალობის, სწავლების წლისა და ორგანიზაციის მითითებით.
თითოეული თეზისის შეფასება მოხდება პროგრამული კომიტეტის მიერ და მოწონებული თეზისების ავტორები მოწვეულნი იქნებიან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გისურვებთ წარმატებებს.