Erasmus-ის ახალი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა

22 თებერვალი,2022

2022 წლის ოქტომბერში, ამოქმედდება Erasmus-ის ახალი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა "ჭკვიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები", რომელიც განკუთვნილია ICT/loT სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინტერესებული, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

აღნიშნული ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა მულტიდისციპლინურია (სოფლის მეურნეობა, ელექტრობა, მექანიკა, გამოთვლები) და ხორციელდება ინგლისურ ენაზე საბერძნეთში ან უნგრეთში.

2022-2023 აკადემიური წლისთვის საბუთების შეტანის ბოლოს ვადაა 2022 წლის 4 აპრილი. რეგისტრირებისათვის, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/3enVTdy

„ჭკვიანი სასოფოლო-სამეურნეო ტექნოლოგიების“ სამაგისტრო პროგრამას დაფინანსება მიღებული აქვს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია ჯამში 40 სტიპენდია (სწავლის საფასური და მობილობის ხარჯები) 2022 წლის ოქტომბერი - 2023 წლის ივნისის აკადემიური წლისთვის. გარდა ამისა, სასწავლო პერიოდის დასრულებისას გათვალისწინებულია ერთთვიანი ინდუსტრიულ პრაქტიკა ევროპაში.

პროგრამის მიზანია, საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი ინჟინრებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების ახალი თაობის მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ იმუშაონ სწრაფად მზარდ „ჭკვიანი სოფლის მეურნეობის“ ინდუსტრიაში.

აღნიშნული ერთობლივი მულტიდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია ექვსი წამყვანი ევროპული უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ (პორტოს უნივერსიტეტი, საბერძნეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დებრეცენის უნივერსიტეტი, პომპეუს ფაბრას უნივერსიტეტი, წმინდა გულის კათოლიკური უნივერსიტეტი, ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი). კონსორციუმის შემადგენლობაში ასევე შედიან სამი მცირე და საშუალო ზომის საწარმო (SME) (Cerca Trova Ltd, ECQA GmbH, Evolutionary Archetypes Consulting SL), ერთი კვლევითი ცენტრი (ხმელთაშუა ზღვის აგრონომიული ინსტიტუტი ჭანია) და ოთხი სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია (Ktima Filippou Schoinoplokakis, Agriwatch BV, Agroop Lda, დასავლეთის CUMA-ს რეგიონალური ფედერაცია).

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის ვებ-გვერდზე www.terratechmsc.eu (პროგრამის ბროშურა - https://bit.ly/3JfDr5p).

კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროგრამის წარმომადგენლებს შემდეგ მისამართზე: info@terratechmsc.eu

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპული...

2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 14 წლისთავზე, 8 აგვისტოს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რეტორის მოადგილემ და...

08 აგვისტო, 2022 სრულად ნახვა

მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა

მიმდინარე წლის 24 – 30 ივლისს გორის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ...

31 ივლისი, 2022 სრულად ნახვა